Saturday, December 17, 2016

ინტელის პროექტი

    სასწავლო პროექტის გეგმა

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
მაკა ხუციშვილი
ქალაქი
ამბროლაური
სკოლა
ამბროლაურის N1 საჯარო სკოლა
რაიონი

თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
ეს მე ვარ–ფიროსმანი
თემის შინაარსი
დიდი ქრთველი მხატვრის ნიკო ფიროსმანაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების შესწავლა.

საგანი
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
დონე/კლასი  
მე–8  კლასი
განხორციელების დროის ჩარჩო
2 კვირა
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
ს.გ.VIII.5.  მოსწავლეს  შეუძლია  დაგეგმ და  შეასრულ  სხვადასხვა სახის სამუშაო.

ს.გ.VIII.6. მოსწავლეს შეუძლია მიმართს ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის სხვადასხვა სტრატეგიას.
ს.გ.VIII.12.  მოსწავლე ეცნობა ქართულ ხელოვნებას და ხელოვნების მოღვაწეებს.


მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
მოსწავლეები მოიძიებენ,  შეაგროვებენ, გააანალიზებენ და დაახარისხებენ ინფორმაციას. მოსწავლეებს გამოვუმუშავებთ გუნდური მუშაობის, სხვებთან აქტიური თანამშრომლობის უნარს, ასევე გადაწყვეტილებების მიღების, საკუთარი ფუნქციის პასუხისმგებლობით შესრულების უნარ– ჩვევას და 21-ე საუკუნის უნარ–ჩვევებს.
სამუშაოს, ფუნქციებს, მოვალეობებს. ითვალისწინებენ და იყენებენ გუნდელების შესაძლებლობებს, პოტენციალს. განიხილავენ ქართულ ხელოვნებას მსოფლიო ხელოვნების კონტექსტში. გეგმავენ და აწყობენ სხვადასხვა ღონისძიებას, გამოფენას, კინოგანხილვას, კონფერენციას. მუშაობის პროცესში გამოიყენებენ საინფორმაციო ტექნოლოგიებს, ინტერნეტს, აუდიო და ვიდეო საშუალებებს.

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
  1. რა არის ხელოვნება?
  2. გიყვართ თუ არა მხატვრობა?
  3. რატომ იქმნება ნახატი?
       4.    ვინ ქმნის ნახატს?
თემატური კითხვები
  1. იცნობთ თუ არა ქართველი მხატვრების შემოქმედებას?
  2. რა ვიცით ფიროსმანის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ?
  3. იცნობთ თუ არა პრიმიტივისტ მხატვრებს?

შინაარსობრივი კითხვები
  1. რომელი მიმდინარეობის მხატვარია ფიროსმანი?
  2. როგორ ფერებს იყენებდა ფიროსმანი?
  3. რომელ ნახატს გამოარჩევდით ფიროსმანის შემოქმედებიდან და რას დაარქმევდით მას?

შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ










გონებრივი იერიში
(კითხვა–პასუხი)

ვ–მ.ვ–ვ სქემა


დღეების მიხედვით შესასრულებელი სამუშაოს გრაფიკი ჯგუფებისათვის


ნახატების შექმნა

ჯგუფებისათვის შექმნილი სამუშაო გრაფიკის შეფასების რუბრიკა

პრაქტიკული სამუშაოს შეფასების რუბრიკა.

ზეპირი გამოკითხვა
პროექტის პრეზენტაცია


ელექტრონული
პრეზენტაციის
მომზადება


შექმნილი ნახატების გამოფენა



პროექტის შეფასების რუბრიკა

ვ–მვ–ვ სქემის მე–3 ნაწილის შევსება

ექსკურსია
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
    წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით პროექტზე მუშაობის დაწყებამდე ვიყენებ კითხვა–პასუხს, მივმართავ გონებრივ იერიშს, გამოვიყენებ სქემას „ვიცი–მინდა ვიცოდე–ვისწავლე“,  ამით ვამოწმებ მოსწავლეთა საბაზისო ცოდნას, რომელიც აუცილებლად გამომადგება შემდგომში თემის დასაგეგმად. შეფასებისათვის გამოვიყენებ ზოგად და თემატურ შეკითხვებს,შეკითხვები მიმართულია 21–ე საუკუნის უნარ–ჩვევების ჩამოყალიბებისაკენ.
სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
გამომუშავებული აქვთ ინტერნეტით ინფორმაციის მოძიების უნარ–ჩვევები,   Power point-ში მუშობა, ამზადებენ ბროშურებს Word–ში.
სასწავლო პროცედურები
    პროექტზე მუშაობას ვიწყებ ზოგადი კითხვების გამოყენებით: რა არის  ხელოვნება? გიყვართ თუ არა მხატვრობა? რატომ იქმნება ნახატი? ვინ ქმნის ნახატს?გონებრივი იერიშით, კითხვა–პასუხით ვაკვირდები მოსწავლეთა ცოდნის დონეს და თემატური კითხვების საშუალებით მივმართავ მოსწავლეთა ყურადღებას პროექტის თემისაკენ. ვიცნობთ თუ არა ქართველი მხატვრების შემოქმედებას? რა ვიცით ფიროსმანის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ?  ვიცნობთ თუ არა პრიმიტივისტ მხატვრებს. წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით ვიყენებ სქემას ვიცი– მინდა ვიცოდე–ვისწავლე.  წინასწარ გამზადებულ სქემას ვურიგებ მოსწავლეებს. ავსებენ. გავაცნობ პროექტის სახელწოდებას და ვაძლევ დავალებებს პროექტის მოსამზადებლად. გავაცნობ მიზანს.ძირითადი აქტივობების დაგეგმვისას ვქმნი 4 ჯგუფს,   ამისთვის ვიყენებ სხვადასხვა ფერის ღილს (წითელს და ყვითელს, მწვანეს და ლურჯს) მოსწავლები  ტომრიდან ამოიღებენ ღილებს და დაჯგუფდებიან ფერების მიხედვით (ოთხივე ფერის ღილის რაოდენობა იმდენია, რამდენი მოსწავლეც არის კლასში).ჯგუფებში გადანაწილებულ მოსწავლეებს საშუალებას მივცემ თავად დაგეგმონ სამუშაოები და აირჩიონ პრეზენტატორები და მონიტორინგის ჯგუფი .ვუთითებ დროს ,რომლის ფარგლებშიც უნდა მომზადდეს ვიდეო პრეზენტაციები(5–5წთ–იანი).განსხვავებულ სამუშაოს ვაძლევ სსმ და არაქართველ მოსწავლეს.

 1. სამუშაოს განაწილება:  I  ჯგუფის დავალება–ინფორმაციის მოძიება ფიროსმანის ბიოგრაფიის შესახებ.
                                              II ჯგუფის დავალება– ფერი  და მასალა ფიროსმანის შემოქმედებაში(შექმნან ნახატები ფიროსმანის სტილში)
                                             IIIჯგუფის დავალება–ცხოველთა ნახატები ფიროსმანის შემოქმედებაში.
                                            IV ჯგუფის დავალება –სიყვარული და ყოფითი ჟანრი ფიროსმანის შემოქმედებაში
    ჯგუფს ვუწევ კონსულტაციას როგორ გამოიყენონ მოსაძიებელ საკითხებთან დაკავშირებით ინტერნეტ რესურსი (2კვირა).
   პრეზენტაციის დღეს ერთი ჯგუფი მოაწყობს ნახატების გამოფენას ფიროსმანის სტილში .მე (პედაგოგი მაკა ხუციშვილი) პრეზენტაციას ვხსნი მინი კონფერენციით. დანარჩენი ჯგუფები წარადგენენ პრეზენტაციას და პრეზენტაციის შემდეგ დარბაზთან ერთად შედგება ელდარ შენგელაიას   ცნობილი კინოშედევრის ფრაგმენტის „ფიროსმანის“ ერთობლივი ყურება.პროექტის დასასრულს  წახალისების მიზნით შესაძლებლობის ფარგლებში შეირჩევა დრო ექსკურსიისათვის სოფელ მირზაანში.  მომდევნო გაკვეთილზე დავუბრუნდები შინაარსობრივი  კითხვების დასმას: რომელი მიმდინარეობის მხატვარია ფიროსმანი?რომელ ფერებს იყენებდა ფიროსმანი? რომელ ნახატს გამოარჩევდით ფიროსმანის შემოქმედებიდან და რას დაარქმევდით მას? და საწყის ეტაპზე შედგენილი  ვიცი–მინდა ვიცოდე–ვისწავლე ცხრილის მესამე დანაყოფს, თუ რამდენად მიიღეს სასურველი ინფორმაცია პროექტის ფარგლებში.

 











დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
ვაძლევ  განსხვავებულ დავალებას და ვეხმარები დაამზადოს მოსაწვევი ბუკლეტები  მოწვეული სტუმრებისთვის(მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები)ფიროსმანის ნახატების ილუსტრაციებით.

არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)

მივცემ საშუალებას გარკვეული დავალებები შეასრულოს მშობლიურ ენაზე ან დავალება წარმოადგინოს ნახატით.

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
გაუწევს პროექტის მსვლელობას მონიტორინგს. იქნება პრეზენტატორი.
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები


ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
შექმნა
 სხვა      


ბეჭდვითი მასალები
მე–8 კლასის სახელმძღვანელო. ბიბლიოგრაფიული მასალები.სახელმძღვანელო–„დიდი მხატვრები“.
ინვენტარი/მასალები
სახატავი თეთრი ფურცლები,ფუნჯები,საღებავები, ფანქარი, საშლელი,პროექტორი, კომპიუტერი,ჩარჩოები გამოფენისთვის.
ინტერნეტრესურსები
www.Google.com,  www.youtube.com;
სხვა რესურსები
საგნის კათედრის წარმომადგენელი,მოწვეული სტუმრები,მოსწავლეები სხვა კლასიდან, შესაძლებელია მოვინახულოთ ფიროსმანის სახლმუზეუმი სოფელ მირზაანში.





No comments:

Post a Comment