Sunday, July 20, 2014

პ რ ო ე ქ ტ ი
1.პროექტის სახელწოდება:      „  აფხაზეთი  ჩემი ტკივილია“.
2.პროექტის  მთავარი იდეა(თემა): მოსწავლეების მიერ მოეწყო-
ბა აქცია ქალაქის ცენტრში, სადაც  დროებით გადაიკეტება ქუჩა , შეწყდება მოძრაობა,
ბავშვები დახატავენ აღნიშნულ თემას, მათთვის განკუთვნილ ადგილას.
3.პროექტის აქტუალობა:  რადგან პროექტში ჩართული არიან 13-14 წლის მოსწავლე-
ეები რომელთაც მხოლოდ გადმოცემით იციან ან მათი ცოდნა შემოიფარგლება მხო-
ლოდ კინოფილმებითა და ვიდეო  მასალებით,ჩემი სურვილია აღნიშნული თემა აღიქვან და გაითავისონ უფრო მძაფრად და თავად გახდნენ თანამონაწილენი.
4.პროექტის მიზნები: ახალ თაობას ახსოვდეს, ესმოდეს, გაითავისოს ქვეყნის ტკივილი  და პრობლემა.
5.მონაწილეთა ასაკი: 13-14 წელი.
6.ვადები და ხანგრძლივობა: 10 დღე.
7.მოსალოდნელი შედეგები: ახალ თაობას ახსოვს, ესმის, გაითავისა ქვეყნის ტკივი-
ლი და პრობლემა, თავისი და  თანატოლების  თვალით დაინახა არსებული მდგო-
მარეობა.
8.პროექტისთვის  საჭირო ძირითადი რესურსები: მე-8 კლასის ყველა მისწავლე.
მოსწავლეთა შერჩევა არ მოხდება ჩემი მხრიდან, ისინი მონაწილეობას მიიღებენ
თავიანთი  სურვილისამებრ,რდგან ეს არის თემა სადაც არ უნდა მოხდეს მოსწავლე-
თა შერჩევა მათი აკადემიური მოსწრების მიხედვით.
ხელოვნების, ისტორიისა და ქართულის მასავლებლები, მამაო,  რომელიც ბავშვები-
სათვის სასურველ კითხვებს უპასუხებს.
აფიშა, რომლის საშუალებითაც დაანონსდება აღნიშნული აქცია,რომელიც გაიკვრება
რაიონის ცენტრალურ ადგილებში.
ფერადი ცარცი, გუაშის საღებავი და ფუნჯები, პლაკატები, მარკერები,ფერადი ფურ-ცლები დამსწრეთათვის და თანამონაწილე ბავშვებისათვის შთაბეჭდილებების გასა-ზიარებლად.


No comments:

Post a Comment