VIII კლასი
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
სტანდარტი
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები
მიმართულებების მიხედვით
შემოქმედებითობისა
და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება
|
კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია
|
ხელოვნების აღქმა კონტექსტში
|
ს.გ.VIII.1. მოსწავლეს შეუძლია შემოქმედებითად გამოიყენოს სახვითი ხელოვნების
ელემენტებისა და პრინციპების ცოდნა კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად
ნამუშევრის შექმნისას.
ს.გ.VIII.2. მოსწავლე
იჩენს ინიციატივას და ავითარებს სხვადასხვა მასალის, ტექნიკის და პროცედურის
გამოყენების უნარს ნამუშევრის შექმნისას.
ს.გ.VIII.3.
მოსწავლეს შეუძლია ასახოს ნამუშევარში გარემოზე დაკვირვების შედეგები, განავითაროს გამომსახველობითი ხერხები.
ს.გ.VIII.4. მოსწავლე აცნობიერებს სამყაროს, როგორც
მრავალფეროვანი გრძნობებისა და იდეების წყაროს და აფართოებს მათი ასახვის გზებს
ნამუშევარში.
ს.გ.VIII.5. მოსწავლეს შეუძლია დაგეგმოს და შეასრულოს სხვადასხვა სახის სამუშაო.
ს.გ.VIII.6.
მოსწავლეს შეუძლია მიმართოს ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის სხვადასხვა სტრატეგიას.
|
ს.გ.VIII.7. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების ცოდნა ხელოვნების
კონკრეტული ნიმუშის ანალიზის დროს.
ს.გ.VIII.8. მოსწავლეს ესმის და შეუძლია წარმოაჩინოს, რომ ხელოვნება არის
კომუნიკაციის და კულტურის თვითგამოხატვის საშუალება.
ს.გ.VIII.9. მოსწავლეს შეუძლია დაგეგმოს და
მონაწილეობა მიიღოს
სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.
|
ს.გ.VIII.10. მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს
და შეადაროს ერთმანეთს
სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის ხელოვნების ნიმუშები.
ს.გ.VIII.11. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა
კონტექსტში განიხილოს ხელოვნების ნიმუში.
ს.გ.VIII.12. მოსწავლე ეცნობა ქართულ ხელოვნებას და
ხელოვნების მოღვაწეებს.
ს.გ.VIII.13. მოსწავლე იკვლევს, რა როლს ასრულებს ხელოვნება საზოგადოების ცხოვრებაში.
|
წლის ბოლოს
მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები
მიმართულება: შემოქმედებითობისა და
პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება
ს.გ.VIII.1. მოსწავლეს
შეუძლია შემოქმედებითად გამოიყენოს
სახვითი ხელოვნების ელემენტებისა და
პრინციპების ცოდნა კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად ნამუშევრის შექმნისას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
იყენებს ფერის
გრადაციას, სხვადასხვა ტონალობას ნამუშევარში მოცულობის, სივრცის გადმოსაცემად;
·
ქმნის დეკორატიულ ნამუშევარს გრაფიკული ხერხებით (მაგ.
კონტურით, ხაზით, შტრიხით);
·
ქმნის
სტილიზებულ მხატვრულ სახეებს;
·
მიზანმიმართულად იყენებს კონტრასტულ და
მონათესავე ფერებს;
·
იყენებს
ეფექტებს ასოციაციებისა
და გრძნობების გადმოსაცემად.
ს.გ.VIII.2. მოსწავლე იჩენს ინიციატივას და ავითარებს
სხვადასხვა მასალის, ტექნიკის და პროცედურის გამოყენების უნარს ნამუშევრის
შექმნისას.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
შერეული ტექნიკით ქმნის გრაფიკულ და ფერწერულ ნამუშევრებს;
·
ამზადებს დეკორატიულ-გამოყენებით საგნებს თიხის, ხის,
ლითონის და სხვა მასალის თვისებების გათვალისწინებით;
·
ირჩევს თემატიკას, ტექნიკას, შესაბამის გამომსახველობით
ხერხებს და მასალას განწყობილების გადმოსაცემად;
·
კომპიუტერის გამოყენებით ქმნის გამოსახულებებს, ეფექტებს,
სხვადასხვა საგნის დიზაინს, წიგნის მაკეტს.
ს.გ.VIII.3. მოსწავლეს
შეუძლია ასახოს ნამუშევარში გარემოზე დაკვირვების შედეგები, განავითაროს
გამომსახველობითი ხერხები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
აკვირდება და ასახავს ნამუშევარში, თუ როგორ იცვლება
საგნის გამოსახულება დამკვირვებლისგან დაშორების მიხედვით;
·
გამოსახავს
სახასიათო დეტალებს პეიზაჟის, პორტრეტის და ნატურმორტის ხატვის დროს;
·
იყენებს
სხვადასხვა გამომსახველობით
ხერხს (შუქ-ჩრდილი, ფერი, კომპოზიციური განაწილება, სხვადასხვაგვარი მონასმი) ნამუშევარში ბუნების მოვლენების გადმოსაცემად;
·
ხატავს
ნატურიდან და მეხსიერებით.
ს.გ.VIII.4. მოსწავლე აცნობიერებს
სამყაროს, როგორც მრავალფეროვანი გრძნობებისა და იდეების წყაროს და აფართოებს მათი
ასახვის გზებს ნამუშევარში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
გადმოსცემს
გრძნობებითა და ემოციებით გამოწვეულ ასოციაციებს, შთაბეჭდილებებს და იდეებს
ნამუშევარში;
·
იყენებს
სხვა საგნებში განვლილ მასალას ნამუშევრების სიუჟეტისათვის;
·
იყენებს
მიმიკას, ჟესტიკულაციასა და დეტალებს (კოსტიუმი, აქსესუარები) პორტრეტში ხასიათის
გადმოსაცემად.
·
იყენებს სხვადასხვა კულტურისა და პერიოდის შემოქმედთა ნამუშევრებს,
როგორც წყაროს საკუთარი ნამუშევრის შესაქმნელად.
ს.გ.VIII.5. მოსწავლეს
შეუძლია დაგეგმოს და შეასრულოს სხვადასხვა სახის სამუშაო.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
კონკრეტული
ამოცანის გადასაჭრელად გეგმავს შესასრულებელი სამუშაოს თანმიმდევრობას;
·
განსაზღვრავს
იმ მოქმედებებს, რომლებიც აუცილებელია დასახული მიზნის მისაღწევად;
·
ქმნის
წარმოსახვითი სახელმწიფოს გერბს, დროშას, ასევე, სკოლის, კლასის ლოგოს;
·
ქმნის
გარემოს დიზაინის ესკიზებს (ინტერიერი, ექსტერიერი, სკოლის ეზო, პარკი და სხვ.);
·
აღადგენს
სასკოლო ბიბლიოთეკის წიგნებს;
·
ხატავს
და ამზადებს სასკოლო წარმოდგენის კოსტიუმებისა და დეკორაციის დეტალებს;
·
კომპიუტერული
ტექნიკის გამოყენებით ქმნის ზეიმებისა და თეატრალური წარმოდგენების აფიშებს,
მოსაწვევ და მისალოც ბარათებს;
·
რგავს
და უვლის მცენარეებს სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე;
·
ქმნის ლანდშაფტის (პარკი,სკვერი და სხვ.) დიზაინის
მარტივ ესკიზს.
ს.გ.VIII.6. მოსწავლეს
შეუძლია მიმართოს
ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის სხვადასხვა სტრატეგიას.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
მოიძიებს და აზუსტებს ინფორმაციას მომავალი პროექტის
დასაგეგმად;
·
ანაწილებს
გუნდში სამუშაოს/ფუნქციებს/მოვალეობებს;
·
ითვალისწინებს და იყენებს გუნდელის/ების შესაძლებლობებს
(პოტენციალს);
·
ეხმარება
კლასელებს შემოქმედებითი და საორგანიზაციო
სიძნელეების გადალახვაში;
·
ეხმარება სხვებს კონკრეტული ამოცანის შესრულებაში და
საჭიროების შემთხვევაში მათგან ითხოვს დახმარებას.
მიმართულება:
კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია
ს.გ. VIII.7. მოსწავლეს
შეუძლია გამოიყენოს სახვითი
ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების ცოდნა ხელოვნების კონკრეტული ნიმუშის
ანალიზის დროს.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
მსჯელობს
ნახატში გამოსახული ობიექტების კომპოზიციურ განაწილებაზე;
·
აფასებს
ნამუშევარს მასში გამოყენებული მხატვრული ხერხების მიხედვით;
·
მსჯელობს
ხელოვნების ნიმუშის ჟანრზე, თემაზე, მასალაზე, ტექნიკაზე;
·
მსჯელობს
ხელოვნების ნიმუშის კოლორიტზე;
·
ამოიცნობს
ხელოვნების ნიმუშის ეპოქალურ ნიშნებს;
·
ადარებს ერთმანეთს სხვადასხვა ხელოვნების ნიმუშს, საუბრობს რომელი
უფრო მოსწონს და ასაბუთებს, რატომ აძლევს მას უპირატესობას.
ს.გ.VIII.8. მოსწავლეს
ესმის და შეუძლია წარმოაჩინოს, რომ ხელოვნება არის კომუნიკაციის და
კულტურის თვითგამოხატვის საშუალება.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ადარებს
ერთმანეთს სხვადასხვა კულტურის ხელოვნების ნიმუშებს: თემატიკის, სტილის,
კომპოზიციური წყობის, კოლორიტის
მიხედვით;
·
ასახელებს
კონკრეტული კულტურის რამდენიმე მახასიათებელს, რომლებიც ასახულია ნამუშევარში (სამოსი,
არქიტექტურა, ჭურჭელი, ავეჯი და სხვ.);
·
მოიძიებს
მასალას რომელიმე მისთვის საინტერესო ქვეყნის კულტურის ძეგლებზე და წარუდგენს
თანაკლასელებს მოხსენების და თვალსაჩინო
მასალის სახით;
·
მსჯელობს,
რა გაიგო ამა თუ იმ ერის შესახებ მისი ხელოვნების ნიმუშების გაცნობით.
ს.გ.VIII.9. მოსწავლეს
შეუძლია დაგეგმოს და მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
განსაზღვრავს სხვადასხვა ღონისძიების თემას და მიზანს;
·
აწყობს გამოფენას (თავად შეარჩევს ნამუშევრებს, აწყობს
ექსპოზიციას);
·
მონაწილეობს
სპექტაკლის დაგეგმვაში;
·
აწყობს და მონაწილეობს სხვადასხვა სახის აქციაში (მაგ.
გარემოს დაცვა);
·
აწყობს
შეხვედრებს ხელოვნების გამოჩენილ მოღვაწეებთან.
მიმართულება: ხელოვნების აღქმა კონტექსტში
ს.გ.VIII.10. მოსწავლეს
შეუძლია ამოიცნოს და შეადაროს ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის ხელოვნების
ნიმუშები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ადარებს ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის
ხელოვნების ნიმუშებს და მსჯელობს მათ საერთო და განმასხვავებელ ნიშნებზე;
·
ადარებს ერთმანეთს რეალისტურ და პირობით
გამოსახულებებს;
·
მსჯელობს, თუ როგორ იცვლებოდა სახვითი ხელოვნება (თემატიკა,
სტილი, ტექნოლოგია, პროცედურა) დროსთან ერთად;
·
ადარებს ერთმანეთს ერთი კულტურის ცნობილ ძეგლებს.
ს.გ.VIII.11.
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა
კონტექსტში განიხილოს ხელოვნების ნიმუში.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
მოსწავლე მიაკუთვნებს ხელოვნების ნიმუშს კონკრეტულ ეპოქასა
თუ კულტურას და ასაბუთებს თავის მოსაზრებას;
·
მოსწავლე ხელოვნების ნიმუშს განიხილავს ისტორიული,
რელიგიური, ეკონომიკური, თუ პოლიტიკური კუთხით;
·
მოსწავლე მსჯელობს, თუ როგორ აისახა სხვადასხვა კონტექსტი
(ისტორიული, რელიგიური, ეკონომიკური თუ პოლიტიკური) ხელოვნების ნიმუშის მხატვრულ
მხარეზე.
ს.გ.VIII.12. მოსწავლე ეცნობა ქართულ
ხელოვნებას და ხელოვნების მოღვაწეებს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
აგროვებს ინფორმაციას მისთვის საინტერესო ისტორიული
პერიოდის ქართული ხელოვნების ძეგლებზე და აცნობს თანაკლასელებს
მოხსენების და თვალსაჩინო მასალის სახით;
·
მსჯელობს
ქართული კედლის მხატვრობის რამდენიმე ცნობილ ნიმუშზე;
·
აგროვებს ინფორმაციას მისთვის საინტერესო ხელოვნების დარგის
(მინანქარი, ოქრომჭედლობა, ჭედურობა, ხატწერა და სხვ.) რამდენიმე ნიმუშის შესახებ
და აცნობს თანაკლასელებს მოხსენების და თვალსაჩინო მასალის სახით;
·
ამოიცნობს
რამდენიმე ქართველი მხატვრის ნამუშევარს და ადარებს ერთმანეთს შესრულების
მანერის მიხედვით.
ს.გ.VIII.13. მოსწავლე იკვლევს, რა როლს ასრულებს ხელოვნება
საზოგადოების ცხოვრებაში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
მოიძიებს ინფორმაციას რამდენიმე ცნობილ კულტურულ ძეგლზე და
მსჯელობს მათი გავლენის შესახებ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე (მაგ. ეიფელის კოშკი,
ნუი-იორკის სავაჭრო ცენტრი, თავისუფლების
ქანდაკება და ა.შ.);
·
მოიძიებს ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყნის ლანდშაფტური
დიზაინის ცნობილ ნიმუშებზე და აცნობს თანაკლასელებს;
·
მოიძიებს მასალას რომელიმე ცნობილი შემოქმედის ცხოვრებასთან
ან მის კონკრეტულ ნაწარმოებებთან დაკავშირებით და მსჯელობს, რა გავლენა იქონია
საზოგადოების ცხოვრებაზე.
პროგრამის შინაარსი
სახვითი ხელოვნების ძირითადი ელემენტები და პრინციპები:
სხვადასხვა ტიპის ხაზი, მონასმი; ფერი, ფორმა; შუქ-ჩრდილი, ფაქტურა, მოცულობა;
მთლიანობა, პროპორციები; სივრცე; პერსპექტივა; უკუპერსპექტივა, სიმეტრია, რიტმი,
წონასწორობა, კონტრასტი, დინამიკა (განწყობილების, ასოციაციების, ემოციების
გადმოცემა სხვადასხვაგვარი ეფექტების საშუალებით).
რეკომენდებული ვიზუალური მასალა:
მიქელანჯელო მერიზი დე კარავაჯო (მაგ., “ვახშამი
ემაუსში” და სხვ.), ანტონიო ალეგრი კორეჯო (მაგ., “შობა”), პიტერ ბრეიგელი უფროსი
(მაგ., “გლეხური ქორწილი” და სხვ.), იან ვერმეერი (“სასიყვარულო ბარათი”,
“მოსამსახურე რძის დოქით”, “ოფიცერი და მომღიმარი ქალიშვილი”, “ფერწერის
ხელოვნება”, “გეოგრაფი”, “ასტრონომი”, “ქალიშვილი წერილით” და სხვ.), რემბრანდტ
ჰარმენს ვან რეინი (მაგ., “ღამის გუშაგი”, “უძღები ვაჟის დაბრუნება” და სხვ.),
ფრანსისკო გოია (მაგ., “მეფე კარლოს IV-ის ოჯახი” და სხვ.), ჟორჟ სერა (მაგ., “ბანაობა ანიერში”,
“კვირა შუადღე კუნძულ გრანდ-ჟატზე” და სხვ.) (კომპოზიციური განაწილება,
შუქ-ჩრდილი, კოლორიტი); ვან ეიკი (“კანცლერ როლენის მადონა” (კომპოზიციური
განაწილება); ოგიუსტ დომინიკ ენგრი (ცივი კოლორიტი); პაბლო პიკასოს “მოტირალი
ქალი”, იერონიმუს ბოსხი (მაგ., “ილუზიონისტი”), პიტერ ბრეიგელი უფროსი (მაგ.,
“ბრმები” და სხვ.), დიეგო ველასკესისა და პაბლო პიკასოს “მენინები”; ამადეო
მოდილიანის, კის ვან დონგენის და მარი ლორანსენის პორტრეტები, (სტილიზებული მხატვრული
სახეები); უილიამ ტერნერი (კოლორიტი, ტონალობა სივრცის გადმოსაცემად); ტიციან
ვეჩელიო (მაგ., “პაპი პავლე III ალესანდრო და ოტავიო ფარნეზესთან ერთად”), პიტერ
პაულ რუბენსი (მაგ., “ელენა ფოურმანი შვილებით” და სხვ.) (კოლორიტი); ანრი ტულუზ
ლოტრეკის, არისტიდ ბრუიანისა და ჟანა ავრილის აფიშები კაბარესთვის (კონტრასტი);
ალბრეხტ დიურერი (მაგ., ჩანახატი “ჩემი აგნესა” და სხვ.), რაულ დიუფი (მაგ.,
ჩანახატი “ნავები”) (ხაზი); პიტ მონდრიანი ’’ხრიზანტემა’’ (გრაფიკა); ალფრედ სისლეი (მაგ., “ბატების მწყემსი”)
(წრიული მონასმები); ვასილი კანდინსკი (დეკორატიული, რიტმული კომპოზიცია); ჯოვანი ანტონიო კანალეტოს პეიზაჟები,
ალფრედ სისლეი (მაგ., “ხიდი არჟანტეიში”, “გზა ლუვესიენში”), ჯორჯო დე კირიკო
(“მელანქოლია და ქუჩის საიდუმლო” (პერსპექტივა); მარკ შაგალი (მაგ., “მევიოლინე”,
“დაბადების დღე” და სხვ.) (ასოციაციების გადმოცემა, სიმბოლოები); ილია რეპინი (მაგ., “ზაპოროჟიელები წერილს
წერენ თურქეთის სულთანს”, “არ ელოდნენ” და სხვ.), ოგიუსტ რენუარის ‘’მინდორში” და
სხვა) (ემოციების გადმოცემა).
არქიტექტურა
და ქანდაკება: რომანული, გუთური,
რენესანსული (რეიმსის, შარტრის, კელნის კათედრალები; სანტა-მარია დელ ფიორეს
ტაძარი ფლორენციაში; წმ. პეტრეს ტაძარი რომში. დონატელოს, მიქელანჯელო ბუონაროტისა
და ჯან ლორენცო ბერნინის ქანდაკებები; გიბერტის კარიბჭე, როდენი (მაგ. “ჯოჯოხეთის
კარიბჭე”, “კალეს მოქალაქეები” და სხვ.); კონსტანტინ ბრანკუზი; არისტიდ მაიოლი,
ერნსტ ბარლახი, ალბერტო ჯაკომეტი, პაბლო პიკასო და სხვ.
ლანდშაფტის დიზაინის ისტორიიდან (ჩინური,
ფრანგული, ინგლისური პარკები და სხვა).
მასალა და იარაღი:
ტუში, მელანი, ფანქარი, პასტელი, გუაში, აკვარელი, ტემპერა, ნახშირი, მუყაო,
თიხა, ხე, ქსოვილი, ლითონი, მავთული, ბუნებრივი და ხელოვნური მასალა;
ექსპერიმენტი სხვადასხვა მასალით.
ტექნიკა და პროცედურა:
ფერწერის, გრაფიკის სხვადასხვა ტექნიკა, ანაბეჭდი, ძერწვა, ქაღალდის პლასტიკა,
კოლაჟი, კონსტრუქცია, კომპიუტერული ტექნოლოგიები.
იდეების გამოხატვა:
საგნებსა და მათ ფუნქციებს შორის
კავშირების, ასოციაციების გადმოცემა, მრავალი დეტალის ამოცნობა და ასახვა; იდეების
წყაროები: სხვადასხვა კულტურის, პერიოდის ხელოვნების ნიმუშები, ცნობილი მხატვრების ნამუშევრები (ალბრეხტ დიურერი, ეჟენ დელაკრუა, ონორე
დომიე, ოგიუსტ როდენი, ტულუზ ლოტრეკი, პაბლო პიკასო და სხვ.);
ბუნების მოვლენები, ცხოვრებაში ნანახი სცენები, წარმოსახვა, ისტორიული
ფაქტები, მხატვრული ლიტერატურა, ფილმი, წარმოდგენა (თეატრალური, საბალეტო, საოპერო
დადგმა, კონცერტი და სხვ.), საინფორმაციო საშუალებები.
სავარაუდო თემები:
რელიგიური დღესასწაულები,
"სიყვარული", “გმირობა”, “საყვარელი მითოლოგიური/ისტორიული/ლიტერატურული პერსონაჟი”, თავისუფალი
თემები; თემები საკუთარი ფანტაზიის მიხედვით და სხვ.
შრომითი საქმიანობა:
დეკორატიული და გამოყენებითი საგნები, წიგნების აკინძვა, მაკეტის შექმნა,
თეატრალური რეკვიზიტი (კოსტიუმისა და
დეკორაციის დეტალები); ინტერიერის ესკიზები,
ინვენტარის შეკეთება, სკოლის ეზოს დეკორატიული გაფორმება, მცენარეების
დარგვა-მოვლა.
მუშაობის სტრატეგია:
მუშაობა დამოუკიდებლად, მეწყვილესთან, გუნდურად.
კომუნიკაცია:
ნამუშევრის წარდგენა ფართო აუდიტორიის წინაშე, (მსჯელობა ჩანაფიქრზე,
ემოციაზე, მიზნებზე, ამოცანებზე), შთაბეჭდილებების, დაკვირვების, გამოცდილების
გაზიარება, შეფასება და მისი დასაბუთება, სათანადო ტერმინების გამოყენება;
საუბარი ნამუშევრის შექმნის მოტივებზე,
ჯგუფის მიერ დასახულ მიზნებზე; ნამუშევრის შეფასება მხატვრული ხერხების მიხედვით;
საუბარი სხვადასხვა კულტურის
დამახასიათებელ ნიშნებზე, ნამუშევრიდან
მიღებულ ინფორმაციაზე;
გამოფენა, სპექტაკლი, აქცია, შეხვედრები ხელოვნების მოღვაწეებთან,
ექსკურსიები.
ხელოვნების აღქმა კონტექსტში:
სახვითი ხელოვნების ცნობილი ნამუშევრების
დათვალიერება, ამოცნობა და დაკავშირება ეპოქასთან და კულტურასთან; პირობითი და
რეალისტური ნამუშევრების შედარება; ხელოვნების ნიმუშის კვლევა რელიგიურ, სოციალურ,
ეკონომიკურ და პოლიტიკურ ასპექტში;
ინფორმაცია ხელოვნების ქართველ
მოღვაწეებზე და მათ შემოქმედებაზე; ქართული ხელოვნების დარგები: კედლის მხატვრობა,
არქიტექტურა, მინანქარი, ოქრომჭედლობა, ჭედურობა;
ინფორმაცია ქართული და მსოფლიო არქეოლოგიური არტეფაქტების აღმოჩენების
მნიშვნელობაზე.
No comments:
Post a Comment