Saturday, December 17, 2016

ინტელის ტრენინგის შემაჯამებელი რეფლექსია


                                   
ინტელის ტრენინგების საშუალებით განვიხილეთ და შევისწავლეთ პროექტებზე დაფუძნებული სწავლება.
ტრენინგის კურსი იყო ძალიან საინტერესო, მრავალფეროვანი და მრავლისმომცემი. დასაწყისში გავეცანით ინტელის პროექტის ძირითად მიზნებს და ამოცანებს, ტრენინგის მოდულებს. პროექტის მასალები ისე იყო დახარისხებული, რომ საკითხების ძიება არ გამჭირვებია. შევისწავლე  სასწავლო პროექტის დაგეგმვა, მოსწავლეთა პროექტების შეფასება,  ჩვენს სასწავლო პროექტში 21–ე საუკუნის უნარების ინტეგრირება, მოსწავლეთა საჭიროებები, სასწავლო პროექტის პრეზენტაცია, პროექტის პრეზენტაცია Power Point-ში, სასწავლო პროექტის  მახასიათებელი ჩეკლისტები, განვიხილეთ განახლებული ბლუმის ტაქსონომია, შევქმენით საინფორმაციო ბუკლეტები, მოვამზადეთ პუბლიკაციები იმისათვის, რომ ჩვენი პროექტი გავაცნოთ საზოგადოების წევრებს. ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვის სახეები, შევისწავლე ელექტრონული ფოსტის მრავალი ფუნქცია და შექმნილი რესურსები (პორტფოლიო) ავტვირთეთ Gmail-ის დისკსა და შემდეგ კი ბლოგზე. რაც შეეხება ბლოგს იყო ისეთი საკითხები რომლებიც ჩემთვის ახალი და საინტერესო აღმოჩნდა.
დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს ბატონ გაიოზ მუშკუდიანს იმისათვის, რომ ასეთი დატვირთული და საინტერესო ტრენინგის რთული საკითხები ადვილად და კარგად შეგვასწავლა. შეძენილმა ცოდნამ და უნარ–ჩვევებმა კი გამიჩინა ახალ–ახალი პროექტების შექმნის სურვილი.

მადლობა...

No comments:

Post a Comment